logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებთან ვისაუბრებთ ყველა თემაზე - საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება მიხეილ სააკაშვილი
- +

23 ნოემბერი. 2021. 02:37

 

 

„ევროპარლამენტარებთან ვისაუბრებთ ყველა თემაზე. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკასთან“.

 

თუმცა ჩემთვის მთავარია რომ ევროპარლამენტში მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სამომავალო განვითარებას. ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიცვალოს დღის წესრიგი, გამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, რაც არის თანაბრად მნიშვნელოვანი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე. გარდა იმ დეტალების, რაც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში ევროპარლამენტარებთან სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება საუბარი,“ - განაცხდა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner