„ევროპარლამენტარებთან ვისაუბრებთ ყველა თემაზე. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკასთან“.
თუმცა ჩემთვის მთავარია რომ ევროპარლამენტში მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სამომავალო განვითარებას. ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიცვალოს დღის წესრიგი, გამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, რაც არის თანაბრად მნიშვნელოვანი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე. გარდა იმ დეტალების, რაც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში ევროპარლამენტარებთან სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება საუბარი,“ - განაცხდა კობახიძემ.