logo_geo
eng_logo
დღეს ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს
- +

23 ნოემბერი. 2021. 11:49

 

 

დღეს სტრასბურგში მყოფი ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდება.

 

მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება, 2024 წლის განაცხადი და მომავალზე ორიენტირებაა.

 

ევროსაბჭოში ირაკლი კობახიძემ შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან გამართა, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარ დუნია მიატოვიჩთან. ქართული დელეგაცია, ასევე, შეხვდა ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესის ხელმძღვანელებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner