logo_geo
eng_logo
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი საზეიმო წირვას აღავლენს
- +

23 ნოემბერი. 2021. 12:40

 

 

სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვას აღავლენს.

 

როგორც არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა აღნიშნა, წირვის ბოლოს ქადაგება იქნება.

 

„გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, წმინდა გიორგი გამორჩეული წმინდანია ყველა ქართველისთვის. უამრავ ადამიანს ჰქვია გიორგი და ვულოცავ. დღევანდელ დღეს არის დღე, როდესაც წმინდა გიორგი ბორბალზე აწამეს და სასწაულებრივად გადარჩა და, უფლის სასწაულით, უვნებელი გამოვიდა. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა. მისი უწმინდესობა აღავლენს საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში. წირვის ბოლოს იქნება მისი ქადაგება. აღსანიშნავია, რომ 17 წლის წინ სწორედ ამ დღეს ეკურთხა სამების საკათედრო ტაძარი. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner