აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წელს ქვეყნის ლიდერის პოსტზე ხელახლა კენჭისყრას გეგმავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განუცხადა.
რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებული შესაბამისი შინაარსის ცნობის კომენტირებისას ფსაკიმ თქვა: „ის ასე გეგმავს“.
აშშ-ის 78 წლის პრეზიდენტმა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ინაუგურაციისთანავე გამოაცხადა.
მან ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატების ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, სავარაუდოდ, მასთან ერთად იქნება ხელახლა არჩეული თანამდებობაზე.