„მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ რამდენჯერაც სააკაშვილს თავი ასტკივდება, კურორტზე გავუშვათ, სერიოზულად არავინ შეხედავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები მოხსნილია.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, მგონი, დასრულდა ყოველგვარი სპეკულაციები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების მიერ და ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.
რაც შეეხება მისი პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ სააკაშვილს რამდენჯერაც თავი ასტკივდება, იმდენჯერ დასასვენებლად სადღაც კურორტზე უნდა გავაგზავნოთ, ამას ბუნებრივია, არც ერთი ჩვენი მოქალაქე და არც სხვა სერიოზულად არ შეხედავს. ის, როგორც პატიმარი მიიღებს სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას, მაგრამ მოიხდის სასჯელს, როგორც აქვს მისჯილი სასამართლოს მიერ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.