logo_geo
eng_logo
ზაზა წერეთელი: გიული ალასანია მისი შვილის დროს გაუბედურებული ყველა პატიმრის თუ არაპატიმრის დედას დასცინის
- +

23 ნოემბერი. 2021. 13:41

 

 

 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ ის საზოგადოებას დასცინის.

 

„ყურს მოკრავ გიული ალასანიას გამოსვლებს პირწიგნაკზე და ფიქრობ, ნუთუ ეს ქალბატონი 2003-2012 წლებში სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა... დაგვცინის და დასცინის მისი შვილის დროს გაუბედურებული ყველა პატიმრის თუ არაპატიმრის დედას... კოვიდ უბედურების დროს ამის ყოველდღიური დაცინვაღა აკლდა ქვეყანას“, - წერს სოციალურ ქსელში ზაზა წერეთელი.

 

ინფორმაციისთვის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ის კმაყოფილი ვერ იქნება, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებს მიღმა წევს.

 

ამასთან, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მის შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ ჰქონია.  

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner