მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ Twitter-ის გვერდზე წერს.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, საქართველოს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების დაჩქარებაზე, ვაქცინაციის კამპანიასა და მსოფლიო ბანკის მომავალ მხარდაჭერაზე ადამიანური კაპიტალის, მწვანე ზრდისა და დაკავშირებადობის დღის წესრიგზე სასაუბროდ“, – წერს მოლინეუსი Twitter-ზე.