logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს ნუ აჰყვებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ სახელმწიფოებრიობას უდრის, ეს არის სამარცხვინო განცხადება
- +

23 ნოემბერი. 2021. 15:08

 

 

„კანონი ითხოვს, ნებისმიერმა დამნაშავემ, რისი შემოქმედიც არ უნდა იყოს, პასუხი უნდა აგოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

 

ოხანაშვილმა „ვარდების რევოლუციაზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ ყველას ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარების მოლოდინი ჰქონდა, სინამდვილეში კი დანაშაულებრივი რეჟიმი მივიღეთ.

 

„ქართული სახელმწიფოებრიობა მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა და თხოვნა იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსს ნუ აჰყვებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ სახელმწიფოებრიობას უდრის, ეს არის სამარცხვინო განცხადება.

 

„ვარდების რევოლუციას“ ის პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ყველას ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარების მოლოდინი ჰქონდა. საბოლოოდ, შედეგობრივად, დანაშაულებრივი რეჟიმი მივიღეთ, რაც არის სამწუხარო ფაქტი. ბოკერია-სააკაშვილისა და სხვების დანაშაულებრივი რეჟიმი მივიღეთ. „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ იყო.

 

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, რისი შემოქმედიც არ უნდა იყოს, კანონი ითხოვს, რომ პასუხი აგოს. ვერ ვხვდები, რისი დაკავშირება გინდათ, თუ ადამიანმა კარგი საქმე გააკეთა და ამის შემდეგ დანაშაულები ჩაიდინა, პასუხი არ უნდა აგოს? ამას აკავშირებთ ერთმანეთთან? საწყისი რაც იყო, შედეგობრივად ვერ იყო გამართლებული“, – მიმართა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner