logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: სააკაშვილმა სრულად ქართული ანბანის 33 ასოც კი არ იცის
- +

23 ნოემბერი. 2021. 15:33

 

 

 

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რომელიც მან 2012 წლის მაისში ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა, მიხეილ სააკაშვილს არ შესწევს უნარი, რომ საქართველოს დროებით დაკარგული ტერიტორიები დაუბრუნოს.

 

ბერძენიშვილის თქმითვე, სააკაშვილმა სრულად ქართული ანბანის 33 ასოც კი არ იცის.

 

„მიხეილ სააკაშვილი არ არის ტერიტორიების დამბრუნებელი იმიტომ, რომ პირზე დუჟმომდგარი ბღაოდა სპორტის სასახლეში, არასდროს არავის ბოდიშს არ მოვუხდითო.

 

ბოდიშს არ იხდის ის, ვინც ომს აპირებს და ომით რაც დავიბრუნეთ, ვნახეთ.

 

ვირი ცუდ ადგილზე ერთხელ რომ ჩაჰკრავს ფეხს, მეორედ იქ აღარ გაივლის. კარგი იქნებოდა, ქართულის მასწავლებელს სულხან-საბას იგავები რომ ესწავლებინა მისთვის.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ანბანის 33 ასოც კი არ იცის კარგად, არ ფლობს სასვენ ნიშნებს, ვერ ერკვევა, რომელი არის ქვეყნის დედაქალაქი, მაგრამ აქვს ბედნიერება, ქართველი ერის ნაწილს ის კვლავ მოსწონდეს.

 

მიხეილ სააკაშვილს არ უყვარს ლაპარაკი ყველა იმ სკოლაზე, სადაც ის სწავლობდა. მითი არის, რომ 51-ე სკოლაში ისწავლა. მან ამ სკოლაში ყველაზე ნაკლები დრო დაჰყო…..

 

ფაქტია, რომ სკოლიდან სკოლაში სიარული რაღაცასთანაა დაკავშირებული და არ უყვარს ამაზე ლაპარაკი. არც იმ ჯარზე უყვარს ლაპარაკი, სადაც მსახურობდა.

 

მიხეილ სააკაშვილი არის „კაგებეს“ ჯარების ყოფილი ეფრეიტორი და ვინც ეს გაახსენა, მეორე დღეს სამსახურიდან დაითხოვა. კიდევ არის მის ცხოვრებაში რამდენიმე ბნელი მომენტი. პრეზიდენტ სარკოზის დაუთვალეს ყველა ქალი, ვისთანაც ყოფილა და ყველა ბრძანება, რომელიც გაუცია როგორც მინისტრს და როგორც პრეზიდენტს.

 

სააკაშვილი ბედნიერი კაცია, იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლების სათავეში მყოფს შეცდომებს არავინ უთვლის“, – აცხადებდა ლევან ბერძენიშვილი.

 

P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner