logo_geo
eng_logo
პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა
- +

23 ნოემბერი. 2021. 17:08

 

 

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner