logo_geo
eng_logo
თემურ წიკლაური: ბატკანი მქონდა საყიდელი, მაგრამ ვინ გაყიდვინა
- +

31 ივლისი. 2016. 02:06


 

ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური, რომელსაც  მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილის" შემდეგ მეტსახელად  „არწივი" შეარქვეს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ძველ დროს იხსენებს.  იგი დიდი სიყვარულით საუბრობს  დოდო აბაშიძეზე:


დოდო აბაშიძესთან ურთიერთობა მთელი ჩემი ცხოვრების განსაკუთრებულ მომენტად დარჩა. ის მარტო კარგი მსახიობი კი არა, საოცრად კარგი ადამიანი იყო. ჩვენ, 20 წელს გადაცილებულ ბიჭებს, მამასავით გვივლიდა. მცხუნვარე ზაფხული იდგა, რამდენიმე დღე მოგვცეს დასვენებისთვის და მე, დოდო აბაშიძე და თაზო თოლორაია ზუგდიდში ჩავედით. ქალაქის შუაგულში რომ დიდი ხეივანია, იქ ვისხედით. დოდო წელზემოთ გახდილი, მაშინ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, ლამაზი, ზორბა... მოდი, ნაყინი ვჭამოთ-მეთქი, მე ნაყინის ცნობილი მოყვარული ვარ, მაშინ შევეჯიბროთ, ვინ რამდენს შეჭამს, ვინც წააგებს, ბატკანი იყიდოსო. მოკლედ, ავიღეთ კილოგრამ-კილოგრამი ნაყინი. თოლორაიამ კი მსაჯობა იკისრა. აბა, მიდი, მიდი, ისმოდა შეძახილები. ჩემი წილი მთლიანად რომ შევჭამე, დოდოს თვალები გაუფართოვდა. ბიჭო, არ მოკვდეო, მეუბნებოდა სიცილით. უკვირდა, ამდენი ნაყინი როგორ შევჭამე. კიდევ შევჭამ-მეთქი. რამდენს მოერევიო. ახლა ნახევარი კილოგრამი მოვითხოვე. დოდომ გასძახა, მოიტანეთ ორი ნახევარ-ნახევარიო. მეთამაშებოდა, ვითომ ჭამა უჭირდა. ის ერთობოდა, მე კი უკვე ვიყინებოდი. შევჭამეთ ის ნახევარ-ნახევარიც. ბიჭო, კიდევ შეჭამო? ახლა უკვე ენის მოჩლექით მკითხა, ბავშვს რომ მოეფერებიან, ისე. იხტიბარი არ გავიტეხე, შევჭამ-მეთქი! ახლა 250 გრამი მოატანინა. ისიც რომ შევჭამე, ახლა როგორ ხარო, დაინტერესდა. თქვენ თვითონ როგორ ბრძანდებით-მეთქი, შევუბრუნე კითხვა. მე კიდევ ნახევარი კილოგრამი მომიტანეთო, გასძახა... გნებდებით-მეთქი, სიმწრით ამოვიხავლე. მოკლედ, ბატკანი მქონდა საყიდელი, მაგრამ ვინ გაყიდვინა..." - იხსენებს თემურ წიკლაური.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner