logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: პრემიერის ინიციატივის მიზანია, სოციალურად დაუცველებმა, შემწეობის მიღებასთან ერთად, მოძებნონ სამუშაო ადგილი
- +

23 ნოემბერი. 2021. 17:41

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პრემიერის ინიციატივა გულისხმობს 600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის სახელმწიფოს მხრიდან ისეთი შეთავაზების გაკეთებას, რომ მათ შეძლონ შემწეობის მიღებასთან ერთად მოძებნონ სამუშაო ადგილი და ჩაერთონ ეკონომიკის განვითარებაში. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ნამდვილად არ გვცალია უაზრო პოლიტიკური კინკლაობისა და იმ დღის წესრიგისთვის, რომელსაც ჩვენ ოპოზიცია გვთავაზობს. სახელმწიფოს წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომელთა გადასაჭრელადაც საჭიროა მწყობრი ნაბიჯების გადადგმა. პრემიერის ეს ინიციატივა გულისხმობს 600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის სახელმწიფოს მხრიდან ისეთი შეთავაზების გაკეთებას, რომ მათ შეძლონ შემწეობის მიღებასთან ერთად მოძებნონ სამუშაო ადგილი და ჩაერთონ ეკონომიკის განვითარებაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა. შექმნილია სამუშაო ჯგუფი და სახელმწიფო მიაქცევს ამას ყურადღებას. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ცოდნის გაღრმავება და გადამზადება. ჩემი აზრით, ეს ღერძის ფუნქციას იქონიებს. დასაქმების რესურსი აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს. პროექტის სათანადო დამუშავების შემდეგ, სამუშაო ჯგუფი მოაწყობს პრეზენტაციებს ყველა კონკრეტულ ნიუანსთან დაკავშირებით. ცხადია, ამ ინიციატივას ექნება საპარლამენტო მხარდაჭერაც“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. „ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner