მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი, გაზეთ „ქართულ აზრში“ წერს.
„მეც ვშიმშილობდი 2008 წლის მარტში. „ასავალ-დასავალში“ ვმუშაობდი იმ წლებში და ნაციონალური ჯოჯოხეთის ქრონიკებს ვწერდი. მაშინ დამთხვეულმა ფიუნესმა-კობა ხაბაზმა შალვა ნათელაშვილს დააბრალა ჩემი „შიმშილობა“ - მამაცაშვილს ნათელაშვილი მართავსო... საბედნიეროდ, ღმერთმა დამიფარა და ამ უკანასკნელის სამართავი ვერ(!) გავხდი. თუმცა, მანაც უმადურობა გამოიჩინა და სააკაშვილის „ღიმილს“ დახარბდა 2012-ის მერე...
სხვათაშორის, ეს ხალხი, დღეს რომ ენები დაუგრძელებიათ, არ მახსენდება ჩემი შიმშილობის დროს ერზე და ჟურნალისტებზე მჭმუნვარების მანტიით შემოსილნი...
რას ვიზამთ, მაშინ ჭირდა გადახდა (!)...“ – წერს გიორგი მამაცაშვილი.