logo_geo
eng_logo
ჯანმო: პროგნოზები აჩვენებს, რომ გაზაფხულისთვის ევროპის რეგიონში კორონავირუსს შესაძლოა კიდევ 700 000 ადამიანი ემსხვერპლოს
- +

23 ნოემბერი. 2021. 19:58

 

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის განცხადებით, პროგნოზები აჩვენებს, რომ გაზაფხულისთვის ევროპის რეგიონში კორონავირუსს კიდევ 700 000 ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს.

 

„დღეს, კოვიდსიტუაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედის გარეშე არ უნდა ვიყოთ, რადგან ყველა ჩვენგანს - მთავრობებს, ჯანდაცვის ორგანოებსადა ინდივიდებს - შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისში ასევე აღნიშნავენ, რომ მზარდი მტკიცებულება არსებობს ვაქცინების მეშვეობით ინფექციისა და მსუბუქი დაავადებისგან დაცვის შემცირების შესახებ და რომ მოწყვლადი ჯგუფების მიერ ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის მიღებას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს.

 

„იმისათვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გავაგრძელოთ, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლიუს“ მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში, გამაძლიერებელი დოზის მიღებას, ასევე პრევენციული ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner