logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე ათასობით მიგრანტი არა საიმიგრაციო კრიზისი, არამედ ბელარუსის რეჟიმის მცდელობაა, ევროკავშირის დესტაბილიზაცია მოახდინოს
- +

23 ნოემბერი. 2021. 20:23

 

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე ათასობით მიგრანტი არა საიმიგრაციო კრიზისი, არამედ ბელარუსის რეჟიმის მცდელობაა, ევროკავშირის დესტაბილიზაცია მოახდინოს.

 

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას.

 

„მთლიანად ევროკავშირი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არ არის საიმიგრაციო კრიზისი. ეს არის ავტორიტარული რეჟიმის მცდელობა, დემოკრატიული მეზობლების დესტაბილიზაცია მოახდინოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner