logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე: არავის აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებაში
- +

23 ნოემბერი. 2021. 21:35

 

 

 

„არავის აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებაში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„განმარტება უკვე გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ და არავის აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს განმარტებებში. გადაწყვეტილება სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, უკვე მიღებული იყო, როდესაც იუსტიციის მინისტრმა წერილი მიიღო. კორესპონდენციების გადამოწმება ძალიან მარტივია, მათ შორის იმისიც, თუ როდის იყო ეს კორესპონდენცია იუსტიციის სამინისტროსთვის გაზიარებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner