logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: სააკაშვილმა საკუთარი ამომრჩეველიც გადაღალა
- +

23 ნოემბერი. 2021. 21:46

 

 

 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში მესამე პრეზიდენტის მიმართ შეხედულება იმდენად დალექილი და გამჯდარია, რომ მისი შიმშილობა და ქვეყანაში დაბრუნება მათ აზრს ვერ შეაცვლევინებს.

 

„იმაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, როცა გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში კაცმა გონება დაკარგა და მისი ამომრჩეველიც კი ქუჩაში არ გამოვიდა. ადამიანს 500 000-მდე ამომრჩეველი ჰყავს და იმ ღამეს 50 ათასიც კი ვერ მოიძებნა, რომ ქუჩაში მძლავრი ტალღა შეექმნათ. წარმოგიდგენიათ, ყოველ დღე, ენმ-ის ამომრჩევლის 10% ქუჩაში რომ იდგეს, მართლა რამხელა კრიზისი შეიქმნებოდა? სად არის ეს ხალხი? ამაზე მეტი რაღარ უნდა მოხდეს? სააკაშვილმა საკუთარი ამომრჩეველიც გადაღალა. მათაც კი არ უნდათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და დაპირისპირება. არჩევნების დღეს ხმას აძლევენ, მაგრამ ქუჩაში არ გამოდიან. ჩემი დაკვირვებით, მელია უფრო ადეკვატურია, ვიდრე სააკაშვილი. თუმცა ამომრჩეველი მელიას არ ჰყავს. ყველა ეს რესურსი სააკაშვილის არის. მიუხედავად ამისა, თავად ვეღარ ხვდება მის ამომრჩეველს რა უნდა. ახლა სააკაშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, იქნება ეს სასჯელის გადავადება თუ მოქალაქეობის დაბრუნება, აზრი არაფერს აქვს. ხელისუფლებაზე წნეხი ვერ იქნება იმ სახის, რომ რამის გაკეთება აიძულოს. პირიქით, სააკაშვილის წუწუნით ხალხი შეწუხდა. ისედაც ამდენი პრობლემა აქვთ და უკვე ოპოზიციის ქცევა საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner