logo_geo
eng_logo
რა ბედი ეწია 2006 წელს ნიკოლოზ ყიფშიძის ხელმძღვანელობის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ 50 მლნ ლარს
- +

23 ნოემბერი. 2021. 22:11

 

 

 

გაფლანგული 50 მილიონი ლარი - ეს არის ფონდ „ქართუს“ მიერ 2006 წელს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც არამიზნობრივად დაიხარჯა.

 

ამ დროს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კლინიკას მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მართავდა.

 

წლების წინ გაფლანგული მილიონების საქმეზე პოლიტიკური შეფასებები უკვე გაკეთდა. პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თემით შესაძლოა საგამოძიებო უწყებაც დაინტერესდეს.

 

„ნიკოლოზ ყიფშიძე გარკვეული სუბიექტური ინტერესებით არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან. როდესაც სააკაშვილი „რელაქსისთვის“ დადიოდა საზღვარგარეთ, ამ პირადი ვოიაჟების ფარგლებში მასთან ერთად ნიკოლოზ ყიფშიძეც იმყოფებოდა. ეს სუბიექტური დაინტერესება იმდენად ცალსახაა, რომ ამას ვერავინ უარყოფს. ჩნდება კითხვები და ეჭვები, ხომ არ იყო ამასთან ერთად გარკვეული ფინანსური ინტერესები და შესაძლო მაქინაციები. ამ საკითხს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს“, - ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner