საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ძალიან მალე დაინახავს, რომ მათი არაობიექტური მოთხოვნები, რომლებიც არ შეესაბამება არც საკანონმდებლო სივრცეს და არც დღევანდელ ქართულ მოცემულობას, არ იქნება დაკმაყოფილებული.
„ეს არის ოპოზიცია ქვეყნის მიმართ და არა „ქართული ოცნების“ მიმართ. ისინი ცდილობენ ქვეყანა აჯანჯღარონ, ქვეყანაში შექმნან რადიკალური, დაძაბული სიტუაცია. ცხადია, ეს არ გამოსდით. ძალიან მალე ისინი კარგად დაინახავენ, რომ მათი არაობიექტური, არასწორი პროტესტი, მოთხოვნები, რომლებიც არ შეესაბამება არც საკანონმდებლო სივრცეს და არც დღევანდელ ქართულ მოცემულობას, არ იქნება დაკმაყოფილებული“, - ამბობს მათიკაშვილი.