logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობაა, ბოლომდე დავიხარჯო, რათა ყველა წინასაარჩევნო დაპირება ზედმიწევნით და პირნათლად შესრულდეს
- +

23 ნოემბერი. 2021. 22:33

 

 

 

„ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობა და არა არჩევანი არის ის, რომ ბოლომდე დავიხარჯო, რათა ყველა დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გავეცი, ზედმიწევნით, პირნათლად შევასრულო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს მთავარი საფიქრალი, საზრუნავი არის საქმე, რომელიც უამრავია ქვეყანაში.

 

„მინდა, ჩვენი საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩემთვის მთავარი საფიქრალი საზრუნავი არის საქმე, რომელიც უამრავი გვაქვს ქვეყანაში. დღეს ჩვენ ხალხს აწუხებს უამრავი პრობლემა, უმუშევრობა, სიღარიბე, პანდემია და სხვა უმარავი პრობლემა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობა და არა არჩევანი არის, რომ ბოლომდე დავიხარჯო, რათა ყველა დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გავეცი, ზედმიწევნით პირნათლად შევასრულო. ჩემი წვლილი შევიტანო უმუშევრობის დაძლევაში, სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის განვითარებაში, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩემთვის საინტერესო იყო და მიწევდა საუბარი, გვქონდა კონცენტრირება საარჩევნო კამპანიისას მოწინააღმდეგეებზე, დიდი დროს ვუთმობდით, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს. არჩევნების დასრულების შემდეგ მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არის საინტერესო, პატიმარი, არც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვარ პასუხისმგებელი. შესაბამისად, ჩემთვის საინტერესოა, ის მიმდინარე საკითხები და პრობლემები, რომელიც მოსახლეობისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. როგორ შევძლებთ ამას? ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ერთია, რა სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, რა ამოცანები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, რა ინტერესები გვაქვს და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ბევრი დრო დავუთმეთ ოპონენტებთან კინკლაობას და მათთან უსაგნო, უშინაარსო პოლემიკას, რაც აბსოლუტურად უინტერესოა მოსახლეობისთვის. ჩვენ ხალხს, მოსახლეობას ველაპარაკები მე და გადავდგამ ქმედით ნაბიჯებს, რომელიც რეალურ პრობლემებს მოუგვარებს ჩვენს მოსახლეობას. როგო შევძლებთ ამას? მეტი აქტიურობით, პროაქტიულ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, მთელმა მთავრობამ და გუნდმა. მთელი მთავრობა, როგორც ერთიანი გუნდი, მოტივირებული ვართ, რომ ყველა დასახული გეგმა, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ, ჩვენ შევიმუშავეთ 10-წლიანი განვითარების გეგმა, რაც არის ჩვენი ხედვა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების და ამას სჭირდება ძალიან პროაქტიულ რეჟიმში მუშაობა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ გამოწვევას? ოპოზიცია მუდმივად შეეცდება, რომ მათი უინტერესო, გაუგებარი საკითხები იყოს დღის წესრიგში, მე ასევე გიპასუხებდით, რომ ჩვენზე, ჩვენს ქმედებაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner