logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს პასუხობს: ალბათ, დროა, მოვიწვიოთ კონფერენცია ლეგიტიმაციის, დემოკრატიის და ხალხის არჩევნის საკითხებზე
- +

23 ნოემბერი. 2021. 23:40

 

 

 

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად ლომჯარიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

 

შალვა პაპუაშვილი 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აქვეყნებს და ამბობს, ლეგიტიმაციის, დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის საკითხზე კონფერენციის მოწვევის დროა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - 928 004 მოქალაქის ხმა (48%)

 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები - 824 755 მოქალაქის ხმა (47%).

 

ალბათ, დროა, მოვიწვიოთ კონფერენცია ლეგიტიმაციის, დემოკრატიის და ხალხის არჩევანის საკითხებზე. არადა, გარეთ, 2021 წლის გიორგობაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner