„რეალურად, სააკაშვილის გადაყვანისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ეს იყო ერთგვარი საბაბი, რათა მეორე ეტაპზე საუბარი დაწყებულიყო მის გათავისუფლებაზე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ მოთხოვნას სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს.
„რეალურად სააკაშვილის გადაყვანისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. ეს იყო ერთგვარი საბაბი, რათა მეორე ეტაპზე საუბარი დაწყებულიყო მის გათავისუფლებაზე. ბუნებრივია, ეს არის ღიმილის მომგვრელი. მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულებშია მხილებული. მას შეფარდებული აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და რა თქმა უნდა, სამართლის უზენაესობისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისთვის, რომ მან სათანადოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, მოიხადოს ეს სასჯელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.