„ჩვენ არა მხოლოდ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე უნდა გვქონდეს საუბარი და არა მხოლოდ ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვაზე, არამედ სხვა განახლებადი ენერგიებიც, როგორიც არის ქარის, მზის ენერგიის მიმართულებით კონკრეტული პროექტების შეთავაზება ინვესტორებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მთავრობას უკვე დაგეგმილი აქვს.
„კომუნიკაცია თითოეულ პროექტზე საჭიროა, ჩემი დავალებაა მინისტრებისთვის, რომ ყველა ასეთ საკითხს სჭირდება დროული რეაგირება და კომუნიკაცია, რადგან დაგვიანებული კომუნიკაცია შემდეგ აჩენს განცდებს და კითხვებს აღრმავებს უფრო მეტად და ძალიან ბევრ, მათ შორის არაჩართულ ადამიანს რჩება განცდა, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს“, - აღნიშნა პრემიერმა.