logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მთლიანი შიდა პროდუქტი 2022 წლის იანვარში იქნება 65 მილიარდი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი, ერთ სულ მოსახლეზე მშპ იქნება 5500 დოლარი, ეს ყველაფერი არის ჩვენი, ჩემი გუნდის და მთავრობის ქმედითი, შეიძლება რისკიანი, მაგრამ გაბედული ნაბიჯები
- +

24 ნოემბერი. 2021. 01:31

 

 

 

„რესტორნებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით, დღეს ისინი 23:00 საათამდე მუშაობენ და მინდა, ეს შეზღუდვა მოვხსნა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავუადვილოთ საქმიანობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი, საიდანაც უმეტესობა თბილისშია და ისინი ავტომატურად მწვანე პასპორტის მფლობელები არიან, აცრილია 1 მილიონი ადამიანი და ასაცრელია კიდევ მილიონი ადამიანი.

 

„კოვიდ-პასპორტი იმუშავებს შემდეგნაირად - კოვიდგადატანილი ავტომატურად ითვლება მწვანე პასპორტის მფლობელად და იქ არავითარი 6-თვიანი შეზღუდვა არ იქნება, მინიმუმ 12 თვე, ამას განსაზღვრავენ და განუმარტავენ მოსახლეობას; მეორე - ორჯერადად აცრილი; მესამე - ან Pჩღ-ტესტის ან სწრაფი ტესტის ვალიდური დოკუმენტის მფლობელი. თუ პირს არც კოვიდი ჰქონია, არც აცრა სურს, შეუძლია გაიკეთოს სწრაფი ტესტი, რომელიც ღირს 20-30 ლარი და მიბრძანდეს რესტორანში. ეს ძვირი დაჯდება ბუნებრივია, მაგრამ რესტორანს ჩვენ არ ვხურავთ, არ დავხურავთ, ბიზნესი მე არ გამიჩერებია, პირიქით, მე გავხსენი ბიზნესი და მე მივიღე რისკიანი გადაწყვეტილებები და სწორედ ჩემი გადაწყვეტილების გამო, რომელსაც მაშინ ძალიან ბევრი აკრიტიკებდა, ვნახეთ, რომ შედეგად მოჰყვა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი 2022 წლის იანვარში იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მშპ იქნება დაახლოებით 5500 დოლარი, რაც ასევე არის ისტორიული მაქსიმუმი. ეს ყველაფერი არის ჩვენი, ჩემი გუნდის და მთავრობის ქმედითი, შეიძლება რისკიანი, მაგრამ გაბედული ნაბიჯების შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner