logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, უფრო მეტად უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას
- +

24 ნოემბერი. 2021. 01:32

 

 

„„აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, უფრო მეტად უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები პირველ ეტაპზე შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმდნენ და ამასთან, არ არის გამორიცხული, ძალიან ბევრმა შეძლოს და წარმოების განვითარება და ბაღების და ფერმების გაშენება დაიწყოს.

 

„შემთხვევით არ მიხსენებია პროგრამები, რომელიც ჩამოვთვალე, იქნება ეს აგროკრედიტები, პროგრამები, რომელიც 2013 წელს დავიწყეთ, ჯერ კიდევ ბატონი ივანიშვილის პრემიერობის დროს, შემდეგ „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი”, უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე. ჩვენ მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, ეს პროგრამები კარგად გავაგებინოთ, უფრო მეტად გავაფართოოთ, ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, მათ შორის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას. ისინიც უნდა ჩავრთოთ. პირველ ეტაპზე შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება მივაჩვიოთ ისინი რეალურ წარმოებაში დასაქმებას. არ არის გამორიცხული, რომ ძალიან ბევრმა შეძლოს და დაიწყოს წარმოების განვითარება, ბაღების, ფერმების გაშენება და ა.შ. საქმე, რომელიც დოვლათს შექმნის და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner