logo_geo
eng_logo
ლევან ალაფიშვილი სააკაშვილზე: მისი ამ სტატუსით პატიმრობა ვერ გადავადდება, ეს არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებს
- +

24 ნოემბერი. 2021. 02:26

 

 

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი for.ge-სთან განმარტავს არსებობს თუ არა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების სამართლებრივი ბერკეტი ან მისი საზღვარგარეთ მკურნალობა რა შემთხვევაში არის შესაძლებელი.

 

„საქართველოს კანონმდებლობით პატიმარს, შესაძლოა, მისი ჯამრთელობის გამო სასჯელი გადაუვადდეს, მაგრამ მას ყველა საქმეზე ბარლი უკვე მისჯილი უნდა ჰქონდეს. სააკაშვილის შემთხვევაში კი ასე არ არის. ჯერ ერთი, მას სერიოზული ჯამრთელობის პრობლემა არა აქვს და მკურნალობას ექვემდებარება, მეორეც სხვა საქმეებზე ბრალი გამოტანილი არ აქვს. სასამართლოში პროცესები გრძელდება. სასამართლო ჯერ მხოლოდ ორზე ჩატარდა. მისი ამ სტატუსით პატიმრობა ვერ გადავადდება, ეს არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებს.

 

საზღვარგარეთ მკურნალობის თემას რაც შეეხება, ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება და ამის გამო საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო. თუ ეს დაამტკიცეს, ამის შემდეგ კი სახელმწიფო ვალდებულია პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანა უზრუნველყოს. თუმცა ამას სააკაშვილი ვერ დაამტკიცებს, რადგანაც მას, როგორც ვხედავთ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯერჯერობით მკურნალობენ“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა for.ge-სთან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner