logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თუ ე.წ. ვარდების რევოლუციის მილოცვა გსურთ, მიულოცეთ, ვინ გიშლით, მაგრამ ზეიმის დროსაც ზიზღს აფრქვევთ
- +

24 ნოემბერი. 2021. 02:47

 

 

„არაფერი ეშველება ნაცმოძრაობის ძირითად იდეოლოგებს და პოლიტიკოსებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ისეთ პოსტებს წერენ დღეს, ჩამოთვალეს თუკი ვინმე, სადმე მომკვდარა ამ წლებში, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოლიტიკური ელიტის მიერ ორგანიზებული წამებების და მკვლელობების საპირწონედ.

 

ვითომ ვერ ხვდებიან სხვაობას როცა პოლიტიკური ელიტა უკვეთავს ან აორგანიზებს მკვლელობებს, შურისძიებებს ან სისტემურ წამებასა და იმ შემთხვევებს შორის, რომელთა გატოლებასაც ცდილობენ?

მეორე მხრივ, ამ სიების ტრიალით ხომ ირიბად კი არა, პირდაპირ აღიარებენ მათ დანაშაულებს?!

დღეს გიორგობას უნდა ულოცავდეთ ერთმანეთს. თუ ე.წ. ვარდების რევოლუციის მილოცვა გსურთ, მიულოცეთ, ვინ გიშლით, მაგრამ ზეიმის დროსაც ზიზღს აფრქვევთ.

რაც შეეხება ე.წ. რევოლუციას, მარტივად აგიხსნით რამდენად გაამართლეთ იმ ათასობით ადამიანის იმედები, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ:

  1. გაიხსენეთ რა უყავით მედიას და სიტყვის თავისუფლებას.
  2. გაიხსენეთ რა უყავით ადამიანის უფლებებს.
  3. გაიხსენეთ რამდენად უკან დაგვხიეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ.
  4. გაიხსენეთ რა უთხარით 45 წელზე მეტი ხნის ადამიანებს. თურქეთში და სხვა ქვეყნებში მოქალაქეთა მასობრივი გადინება ზუსტად ამ მიზეზით და გაუსაძლისი პირობების გამო დაიწყო.
  5. გაიხსენეთ, კორუფციასთან "მებრძოლები", რა ქონებით მოხვედით და შეადარეთ ახლა რას ფლობთ.

მაინც გააგრძელებთ მტკიცებას, რომ ევროპის გზაზე იდექით და დგახართ“, - წერს სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner