logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი: გასაგებია, რომ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვენ, მაგრამ რის საფუძველზე?
- +

24 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

 

„კი ბატონო, გასაგებია, რომ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვენ, მაგრამ რის საფუძველზე? რამე მძიმე დაავადება სჭირს თუ რა ხდება?“, - ამის  შესახებ ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა  for.ge-სთან განაცხადა.

 

„ან მოქალაქეობის დაბრუნებაზე თუ ისაუბრებენ, მაშინ სააკაშვილმა მიმართოს ზურაბიშვილს თხოვნით და იქნებ უკმაყოფილებს. ეს რასაც საუბრობენ მხოლოდ პოპულიზმია. ეს კანონი თავად სააკაშვილის შემოღებულია. ადამიანი, როგორც კი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, საქართველოსას კარგავს.

 

ეს მიშას დროს იქნა მიღებული. ამიტომ ამ კარტების გათამაშება არ მგონია, გამოუვიდეთ. მეორეც, ოპოზიციამ რაღა უნდა გააკეთოს მეტი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? - არც არაფერი. მელია იძახდა ამ წლის ბოლოს ხელისფლებას დავამთავრებთო და დაამთავრებენ? ვერაფერსაც ვერ გააკეთებენ. „ოცნებამ“ ტემპერატურა თავად აწია და მერე რომ დასჭირდა, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ხელისუფლებას ვერანაირი ახალი გარემოებები ვერ აიძულებს, რომ რამე გააკეთოს, თუ ეს თავად მას არ დასჭირდა“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner