logo_geo
eng_logo
დავით გაბელაია: გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ
- +

24 ნოემბერი. 2021. 10:33

 

 

ქართველი სპორტსმენების მორიგი ტრიუმფი და რუსეთში აჟღერებული ქართული ჰიმნი. ეკატერინბურგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში, ქართველმა სპორტსმენებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვეს.

 

ღია ასაკობრივ 93 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა, საქართველოს რეკორდსმენმა დავით გაბელაიამ მოიგო. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი გაბელაია პირველი ქართველი წოლჭიმელია, რომელმაც ამ კატეგორიაში მოიპოვა ევროპის პირველი ადგილი. „გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ“, - აცხადებს სპორტსმენი.

 

19-წლამდელებში ოქრო ჯაბა სეფიაშვილმა მოიპოვა, 23-წლამდელთა კატეგორიაში კი - ლუკა ორბელაშვილმა და ბაჩო რუხაძემ. ვეტერანთა შორის კი, ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის გენერალური მდივანი ელგუჯა კვიკვინია გახდა.

 

ევროპის ჩემპიონატი ეკატერინბურგში 21 ნოემბერს გაიხსნა და ხვალ, 25 ნოემბერს ოფიციალურად დაიხურება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე 6 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, საინდანაც 5-მა ოქროს მედალი აიღო. ეს კი ჯამში, მეორე გუნდური ადგილია წლევანდელ ჩემპიონატზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner