logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ მართვადი პანდემია მივიღოთ
- +

24 ნოემბერი. 2021. 10:53

 

 

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ მართვადი პანდემია მივიღოთ.

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში არის უპრეცედენტო რაოდენობის დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანი.

 

„სამწუხაროდ, ის რეალობა, რომელიც საქართველოში დადგა, განპირობებულია იმით, რომ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანი ავად გახდა და ამის ერთადერთი მიზეზია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და იმ რეგულაციების უგულებელყოფა, რომელზეც ეპიდემიოლოგიური მართვა დგას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში არის უპრეცედენტო რაოდენობის დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანები. ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ მივიღოთ მართვადი პანდემია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner