logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ის აღარ უნდა იყოს სახალხო დამცველი!
- +

24 ნოემბერი. 2021. 11:39

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

 

„სახალხო დამცველი რომ საქართველოს მოქალაქეზე იტყვის,- სერიოზულ ფიგურად არ მიმაჩნიაო, - ის აღარ უნდა იყოს სახალხო დამცველი!

 

ის აღარ არის სახალხო დამცველი!

 

ასეთი სახალხო დამცველი იმ ერთი ადამიანის, - და მნიშვნელობა არ აქვს, ის ერთი ადამიანი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა თუ მწყემსი, - უფლებებს ვერ დაიცავს!

 

არ დაიცავს!

 

ასეთი სახალხო დამცველი ვერავის უფლებებს ვერ დაიცავს!

 

არ დაიცავს!

 

სახალხო დამცველს არჩევანის უფლება არ აქვს; მისთვის ნებისმიერი ადამიანი, - მის მიმართ კეთილად თუ კრიტიკულად განწყობილი, - პოტენციურად დასაცავია!

 

ნინო ლომჯარია არასოდეს დაიცავს ირაკლი კობახიძის უფლებებს!

 

ნინო ლომჯარია ვერავის უფლებებს ვერ დაიცავს!

 

ვეღარ დაიცავს!

 

ნინო ლომჯარიამ საკუთარი თავი თვითონ დააყენა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიღმა!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner