„ბევრი 500-ლარიან ხელფასს ხელფასად არ მიიჩნევს და ურჩევნია, იყოს წამოგორებული და სოციალური შემწეობა მიიღოს“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ მონაწილეობს ქვეყნის განვითარებაში და ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას.
„სამწუხაროდ, მართლაც ასეა, რადგანაც თავად ვიცი არაერთი შემთხვევა, როდესაც ბევრი 500-ლარიან ხელფასს ხელფასად არ მიიჩნევს და ურჩევნია, იყოს წამოგორებული და სოციალური შემწეობა მიიღოს. ზოგს ესირცხვილება გარკვეული ტიპის სამუშაო. ასეთი მენტალიტეტით ევროპაში არაფერი გვესაქმება“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.