საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოცემულობა არ არსებობს.
„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღო 47%, ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ჩვენს ელექტორატში არის ამ პარტიის მხარდამჭერი. არანაირი მოცემულობა ვადამდელი არჩევნებისა არ არის. შესაბამისად, უახლოესი არჩევნები, რომელიც იქნება, ესაა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2024 წელს გაიმართება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.