მსახიობი ლალი ბადურაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს და ამბობს, რომ მათ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი და სამოქალაქო ომის გაჩაღება უნდათ.
„ნაციონალები ოპოზიციონერები კი არა, ჩასაფრებული ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთ დანაშაულებზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ჩვენ ჩაგვედინოს. შეცდომებს გავითვალისწინებთო... არადა, მკვლელობები, 300 ათასი პრობაციონერი, ქართული გენეტიკის მოშლა და ხალხის წელში გადატეხა შეცდომა კი არა, დანაშაულია! მაგათი სავიზიტო ბარათი უტიფრობაა, შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ვერ ხედავთ, სამოქალაქო ომის გაჩაღება უნდათ?!" - აცხადებს ლალი ბადურაშვილი.