logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივა არის ყველაზე გაბედული, რაც აქამდე თქმულა უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან
- +

24 ნოემბერი. 2021. 13:26

 

 

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ პრემიერის ინიციატივა, რომელიც მისცემთ ამ ადამიანებს საშუალებას, დაეუფლონ პროფესიას და შემდეგ ჰქონდეთ დასაქმების შესაძლებლობა, არის სახელმწიფოს მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი.

 

ანგურიძე თავის Facebook-პოსტში ეხება პრემიერის რამდენიმე ინიციატივას და ხაზს უსვამს თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული.

 

„პანდემიის პერიოდმა ნათლად დაგვანახვა, თუ რაოდენ საჭიროა, ჩვენ ქვეყანა იყოს თვითკმარი სახელმწიფო და ისეთი პროდუქციის წარმოებები განვავითაროთ, რომლის რესურსები და შესაძლებლობებიც გაგვაჩნია. რასაც ექნება, როგორც დასაქმების მიმართულებით საკმაოდ დიდი ეფექტი, ასევე, პირდაპირი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში არსებულ ფასებსა და ინფლაციაზე. ამიტომ პრემიერის ეს ინიციატივა, არის პოზიტიური სიგნალი, რომელიც აჩენს იმედს და პერსპექტივას უახლოეს პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომავალ წლებშიც შენარჩუნდეს მაღალ ნიშნულზე, რაზედაც ტურიზმის სექტორსაც ექნება საკმაოდ დიდი გავლენა, რომელიც ეტაპობრივად პრაქტიკულად ბოლომდე იხსნება.

 

სოციალური შემწეობების პოლიტიკა რომ გადასახედი და დასახვეწია, ალბათ ამაზე არც არის სადავო, რადგან დღევანდელი მოდელი ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩვენი მოქალაქეები ცდილობენ როგორმე ჩაერთონ ამ პროგრამაში და არა პირიქით, თუ როგორ გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. პრემიერის ინიციატივა, რომელიც მისცემთ ამ ადამიანებს, რომ დაეუფლონ პროფესიას და შემდეგ ჰქონდეს დასაქმების შესაძლებლობა, არის სახელმწიფოს მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი, მით უფრო, რომ სოციალური დახმარებაც შეუნარჩუნდებათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რატომღაც, ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრები (თუმცა, მათ არაფერი აქვთ საერთო ლიბერალიზმთან და მხოლოდ სახელს არიან ამოფარებულები), მათი განცხადებებითა თუ ქმედებებით გამორიცხავენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და როგორც მომხმარებლების უფლებები მუდმივად ფეხქვეშ აქვთ გათელილი.

 

ფარმაცევტული ბაზარი არის სწორედ ის სფერო, რომელიც თითქმის ყოველდღიურად აუარესებს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. აქ ისმის მთავარი კითხვა: რატომ ხდება ყოველთვის როცა მთავრობა აინიცირებს ახალ ინიციატივას სხვადასხვა სამედიცინო პროგრამებისა თუ დაფინანსებების შესახებ, მყისიერად იზრდება ფასი? კითხვები კიდევ ბევრია, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი რეაგირება და გადაწყვეტილებები. პრემიერის გაბედული ინიციატივაც უდავოდ მისასალმებელია, რადგან მედიკამენტების ბაზარი არის ერთ-ერთი ის სფერო, რომელიც იწვევს მოსახლეობის გაღატაკებას. მით უფრო, როცა ამას ემატება ფსიქოტროპული მედიკამენტების თავისუფალი გასაღება, რომლის მომხმარებელთა დიდი ნაწილიც არიან არასრულწლოვნები.

 

ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივა არის ყველაზე გაბედული რაც აქამდე თქმულა უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. რადგან, რატომღაც ყველა თავს იკავებდა ამ სფეროს რეგულირებისაგან, თუმცა პრობლემას ყველა ერთხმად აღიარებდა. ყველაზე მწვავე პრობლემა რაც ამ სფეროს ახლავს, არის ის, რომ სხვადასხვა გზებით ჩართულნი არიან არასრულწლოვნები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ ფაქტს ამყარებს ის ციფრები, რომლებიც პრემიერმა ახსენა ფსონების სიდიდე (2,3,5,10 ლარი). ამ გზებით კი ქვეყნიდან 1,5 მლრდ ლარი გაედინება. აქ ჩნდება კითხვა სექტორის დარეგულირების მოწინააღმდეგეებს რა უფრო ადარდებთ, ერთი ან ორი კაზინოს ბედი, რომლებსაც ქვეყნიდან გააქვთ ვალუტა, თუ ათიათასობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის არასრულწლოვნების სოციალური და ფსიქიკური მდგომარეობა? რა თქმა უნდა, სექტორს სჭირდება დაუყოვნებლივ რეგულირება, ისე, რომ ჩვენი ქვეყანაც და მოსახლეობის უფლებებიც მაქსიმალურად იყოს დაცული“, - წერს ოთარ ანგურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner