logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ჩვენი ეკონომიკის სისუსტე არა მხოლოდ მცირე მასშტაბში, დაბალ მსყიდველობით უნარში და მსგავს საკითხებშია, არამედ კონკურენციის ნაკლებობაშია
- +

24 ნოემბერი. 2021. 13:32

 

 

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებს ეხმიანება და წერს, რომ ამ ინიციატივების განსახორციელებლად აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული გრძელვადიანი გეგმა.

 

ჭარაია რამდენიმე საკითხს გამოყოფს, როგორიც არის შიდა წარმოების განვითარება, ასევე, დაბალი კონკურენცია ეკონომიკაში, რომელსაც ექსპერტი ეკონომიკის განვითარების მთავარ პრობლემად მიიჩნევს.

 

„პრემიერი გუშინდელ გამოსვლაში მრავალ საინტერესო ეკონომიკურ საკითხს შეეხო. გარდა 3 ინიციატივისა, რომელიც მან წინა დღეებში დააანონსა და რაშიც მას სრულიად ვეთანხმები, ჩემთვის საინტერესო იყო IT მიმართულებით 5000 ადამიანის გადამზადების და შესაბამისი ცენტრების შექმნის დაანონსებაც, რომელიც ჩვენი ეკონომიკისთვის უზარმაზარ პოტენციალს წარმოადგენს. საინტერესო საკითხებს შორის გამოვყოფდი, აგრეთვე, შიდა წარმოების განვითარების აუცილებლობასაც, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა და რომელზეც წლებია გვაქვს კონკრეტული შემოთავაზებები, მათ შორის, კლასტერიზაციის კუთხით.

 

ნამდვილად არ მინდა, საქართველოს ეკონომიკა მომავალშიც ტურიზმის დომინანტობით გამოირჩეოდეს, არამედ ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებითა და მომსახურებით იყოს ცნობილი, რადგანაც სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სტანდარტის მიღწევა. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით გარკვეული ძვრები უკვე დაწყებულია ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით და იმედი მაქვს, მასზე უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მომავალში. მთლიანობაში, მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ეკონომიკის სისუსტე არა მხოლოდ მცირე მასშტაბში, დაბალ მსყიდველობით უნარში და მსგავს საკითხებშია, არამედ კონკურენციის ნაკლებობაში ყველაზე განვითარებულ დარგებშიც კი. კონკურენცია კი მოგეხსენებათ ჯანსაღი ეკონომიკის უპირველესი საწინდარია. იქნება ეს უკვე დაანონსებული ფარმაცევტული ბაზრის სამართლიანი დარეგულირება, თუ სხვა.

 

მნიშვნელოვანია, პროცესი ოპერატიულად განხორციელდეს და ბაზრის ყველა მოთამაშეს სამართლიანი პირობები განესაზღვროს. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრისთვის, როგორც მოკლე, ასევე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები უნდა არსებობდეს, არსებული გამოწვევების შესაბამისად. პრემიერს ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია და მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივის დანერგვაც, რომ ქვეყანას ჰქონდეს და მიჰყვებოდეს გეგმას, რომელიც არა რომელიმე ახალი მინისტრის, არამედ შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა მიერ იქნება შემუშავებული სტრატეგიულ დონეზე“, - წერს ვახტანგ ჭარაია facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner