logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: პრემიერი და მთავრობა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას განაგრძობენ
- +

24 ნოემბერი. 2021. 14:20

 

 

„მაშინ, როცა ოპოზიციური ტელეარხები დაკავებულები არიან ყოფილი პრეზიდენტის ყოველსაათობრივი „ჯანმრთელობის“ გაშუქებით (არადა, სტაბილურია მისი მდგომარეობა), პრემიერი და მთავრობა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ფარგლებში მოქმედებას განაგრძობენ“, - ასე ეხმიანება facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებს.

 

„მაშინ, როცა ოპოზიციური ტელეარხები დაკავებულები არიან ყოფილი პრეზიდენტის ყოველსაათობრივი „ჯანმრთელობის“ გაშუქებით (არადა, სტაბილურია მისი მდგომარეობა), პრემიერი და მთავრობა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ფარგლებში მოქმედებას განაგრძობენ. გუშინდელ ინტერვიუში ღარიბაშვილი შეეხო ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორიც არის უმუშევრობა, მედიკამენტების ფასები, ონლაინ-კაზინოები და ნარკოპოლიტიკა. მედიკამენტების ფასები დარეგულირდება ევროპული ქვეყნების მსგავსად. ნარკოპოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, რეალიზაცია გამკაცრდება. პრემიერმა დიდი დრო დაუთმო უმუშევრობასა და სიღარიბეს ქვეყანაში. განხორციელდება public work-ის იდეა 300 000 სამუშაო ადგილის შექმნით. 1,5 მილიარდი ლარი მიედინება ონლაინ-კაზინოების ანგარიშებზე, უმეტესობა უცხოური კომპანიაა. მთავრობა აპირებს ამ საკითხის დარეგულირებას. ამ ეტაპზე გადასახადების გაზრდით და მოთამაშის ასაკის აწევით 25 წლამდე“, - წერს ფოჩხუა facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner