„წარსულში, ომის დროს, გორში მისი გმირობის ამსახველ კადრებს თუ გავიხსენებთ, დავრწმუნდებით, რომ ისევ გმირულად და ისევ მწოლიარე პოზიციიდან გაშმაგებით უტევს პუტინს და რუსეთს!“ - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს ბოროტი მასხარა. ეს ჩემი შეფასება არაა, გუბაზ სანიკიძის სიტყვებს ვიშველიებ. ჩემთვის ის ერთი მშიშარა და სამარცხვინო პერსონაჟია, რომელიც ჩვენდა საუბედუროდ ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი იყო! მერე დიდების ძიებაში, საკუთარ წარმომავლობაზეც უარი თქვა, მოქალაქეობაზეც, სახელმწიფოზეც, უკრაინელად გარდაიქმნა და... მაცივარში ჩაციებული, შემოიპარა საქართველოში. საპრეზიდენტო დელიკატესებით გარშემორტყმული. მართალია, ეს ყველაფერი მოიმოქმედა გმირულად, ესეც გუბაზის დეფინიციაა. თუმცა, წარსულში, ომის დროს, გორში მისი გმირობის ამსახველ კადრებს თუ გავიხსენებთ, დავრწმუნდებით, რომ ისევ გმირულად და ისევ მწოლიარე პოზიციიდან გაშმაგებით უტევს პუტინს და რუსეთს! თან მუდამ, და რაც მთავარია საბოლოოდ, გამარჯვებებით ასაზრდოებს თავის ერთგულ თაყვანისმცემელებს!“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ლინკზე: https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=174097