logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იბრძვის, რომ ქვეყანაში პოლარიზების ხარისხი შენარჩუნდეს
- +

24 ნოემბერი. 2021. 14:58

 

 

მიხეილ სარჯველაძე განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იბრძვის, რომ ქვეყანაში პოლარიზების ხარისხი შენარჩუნდეს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან მოწოდება პოლარიზების ხარისხის შემცირებისკენ, ეს არის სწორი მოწოდება.

 

„პოლარიზაციის ხარისხის შემცირება ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ რეალურად მოხერხდეს ინსტიტუციურად და გამართულად იფუნქციონიროს საქართველოში დემოკრატიამ. ამის ნაცვლად ზოგიერთი პოლიტიკური ძალა არანორმალურად იბრძვის, რომ ქვეყნაში პოლარიზების ხარისხი შენარჩუნდეს. ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობოც ამისკენ არის მომართული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner