logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: არ შეიძლება იმის დავიწყება, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა!
- +

31 ივლისი. 2016. 03:15



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში ამბობს, რომ ვერასდროს დაივიწყებს იმ უკეთურ საქმეებს, რასაც ანტიეროვნული, და ქართველთა ამაოხრებელი „ნაციონალური მოძრაობა" სჩადიოდა.



„მე, როგორც ისტორიკოსი, პროფესორი, სტუდენტების აღმზრდელი, როგორც „ქართული ოცნების" ერთგული ადამიანი, ვერანაირად ვერ მივცემ დავიწყებას იმ უკეთურ საქმეებს, რომლებიც ჩემს ქვეყანაში ნაციონალებმა ჩაიდინეს!

 

სულ უკან გადახედვა და წარსულში ყურება არ ვარგა, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა!

 

ჩვენს ხალხს სულ უნდა შევახსენოთ, რომ ნაციონალების მსგავსი ანტიეროვნული და ქართველთა ამაოხრებელი ძალა ხელისუფლებაში აღარასოდეს მოვუშვათ!" - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner