logo_geo
eng_logo
მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა
- +

24 ნოემბერი. 2021. 15:32

 

 

„სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

შვედეთის 349-მანდატიან პარლამენტში მაგდალენა ანდერსონის კანდიდატურას მხარი 117 დეპუტატმა დაუჭირა, 174 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57 დეპუტატმა თავი შეიკავა.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასარჩევად მხოლოდ ის სჭირდება, რომ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა მის წინააღმდეგ ხმა არ მისცეს.

 

მაგდალენა ანდერსონი 2014 წლიდან შვედეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner