logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ჩემს თანამემამულეებს მინდა ვკითხო, სამეგრელოში მცხოვრებლებს - იმ პატიოსანი კაცის განწირული ყვირილი ჩაგესმით დღემდე ყურში?
- +

24 ნოემბერი. 2021. 15:45

 

 

„ეტყობა, მოგენატრათ ახალაიების, მერაბიშვილების, ადეიშვილების „სამართალი“, - ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩემს თანამემამულეებს მინდა ვკითხო, სამეგრელოში მცხოვრებლებს - ტყეში, მიწურში, პატივს რომ ჰყრიდნენ წამებით, მიშას მედალოსნები, ორჯერ ორდენოსან მეგისას წინამძღოლობით... იმ პატიოსანი კაცის განწირული ყვირილი ჩაგესმით დღემდე ყურში? თუ როგორ არის თქვენი ყოფა ამჟამად? მოგენატრათ, მოგაკლდათ ყურს ტანჯული კაცის განწირული ვაება, ხომ?! შემოგაკლდათ გაბახებული და ნაწამები თანასოფლელები და თანაქალაქელები, თქვენი შვილები, ძმები და მეგობრები?!  სეთურის დასაბრუნებლად მოწყობილ მიტინგებზე რომ გროვდებით, ამაზე ჩურჩულებთ ერთმანეთში არა, იმედიანად? ეტყობა, მოგენატრათ ახალაიების, მერაბიშვილების, ადეიშვილების „სამართალი“. ვერ მოგართმევთ! ვერ მოესწრებით!“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner