logo_geo
eng_logo
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
- +

24 ნოემბერი. 2021. 17:33

 

„ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტერ მიკისკა მიიღო. ელჩმა არჩილ ჩიქოვანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს და ხაზი გაუსვეს ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში წარმოებული პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას უწყობს ხელს.

 

შეხვედრის ფარგლებში ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner