logo_geo
eng_logo
„მაესტროს“ ჟურნალისტები: არ ვგეგმავთ ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას
- +

7 მარტი. 2016. 13:41


ტელეკომპანია „მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ.  ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ „მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას:


„გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: ვრჩებით ტელეკომპანია „მაესტროში", ვაგრძელებთ იმ მენეჯმენტთან მუშაობას, რომელიც ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის. ამასთან, სადავო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, არ ვგეგმავთ შპს „სტუდია მაესტროს" რეგისტრირებული დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას.

 

ვიმედოვებთ, „მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას და არ აისახება ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე", - ნათქვამია ტელეკომპანია „მაესტროს" ჟურნალისტების განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner