logo_geo
eng_logo
თემურ წიკლაური: არაფრით გამოვირჩეოდი, არც სილამაზით, არც აღნაგობით...
- +

31 ივლისი. 2016. 03:15



ქართველებისთვის საყვარელი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გულახდილად საუბრობს სცენაზე მის პირველ ნაბიჯებზე. ასევე, იხსენებს, როგორ მიიწვიეს მისთვის პირველ ფილმში გადასაღებად:


კოჯორში დავიბადე და გავიზარდე. მაშინ სკოლებში სამსახიობო ოსტატობის, მხატვრული კითხვის, ცეკვისა და კიდევ ათასნაირი წრე იყო გახსნილი. ამ წრეების ხშირი სტუმარი ვიყავი. იმ პერიოდში დაიწყო ჩემი კონტაქტი სასკოლო სცენასთან. შემდეგ უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე, იქაც სიმღერ-სიმღერით შევდგი ფეხი. ინგლისური ენის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მაშინ ყველაზე ლამაზი გოგონები ჩვენს ინსტიტუტში სწავლობდნენ, თან ჰყავდა ძალიან საინტერესო ანსამბლი, რომლის წევრიც გავხდი. ჩვენი ანსამბლი პუშკინის სახელობის ინსტიტუტისა და პოლიტექნიკურის ანსამბლებს ეჯიბრებოდა. 1967 წელს შეიქმნა ანსამბლი „ციცინათელა", სადაც მიმიწვიეს. ეს იყო ოქტეტი, რომელშიც 4 გოგო და 4 ბიჭი ვმღეროდით. სხვა იმდროინდელი ანსამბლებისგან, სადაც მომღერლები მიკროფონს არ სცილდებოდნენ, იმით გამოვირჩეოდით, რომ ჩვენ ვცეკვავდით და დადგმებიც გვქონდა. ანსამბლში ყოფნისას ბატონმა გუგული მგელაძემ მიმიწვია ფილმის - „სინათლე ჩვენს ფანჯრებში" სინჯებზე. პირველად რომ მითხრა, შენი გადაღება მინდაო, ლამის გული ამომივარდა სიხარულისგან. მე ხომ არაფრით გამოვირჩეოდი, არც სილამაზით, არც აღნაგობით..."- გაიხსენა თემურ წიკლაურმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner