logo_geo
eng_logo
პოლონეთში კოვიდით 1 დღეში 460 ადამიანი გარდაიცვალა - ყველაზე მაღალი მსხვერპლი იმ რეგიონებშია, სადაც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ
- +

24 ნოემბერი. 2021. 17:39

 

პოლონეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 28 380 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, გასულ კვირასთან შედარებით, 17 პროცენტით მეტია. BBC-ს ინფორმაციით, აპრილის შემდეგ შემთხვევების რაოდენობამ 25 ათასს პირველად გადააჭარბა.

 

ინფექციამ  1 დღეში 460 ადამიანი იმსხვერპლა.

 

ბოლო 5 კვირის განმავლობაში, პოლონეთში შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თანდათანობით იზრდება.

 

ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებშია, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. პოლონეთის მოსახლეობის მხოლოდ 64 პროცენტია ვაქცინირებული, რაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე, 74%-ზე ნაკლებია.

 

„ლოკდაუნების“ წინააღმდეგ, ნიდერლანდებსა და ავსტრიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, პოლონეთის ხელისუფლება რეგულაციების დაწესებას არ ჩქარობს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ ინფექციის მაჩვენებელი დეკემბრის შუა რიცხვებში არ დაიწევს, შეზღუდვებს დააწესებენ.

 

კლინიკებში, ამჟამად, 18707 კოვიდპაციენტია მოთავსებული. მათი უმეტესობა ვაქცინირებული არ არის.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთში 3.4 მლნ-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 81 688 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner