„მაშინ სად იყო, ირინა ენუქიძე როცა დასტიროდა სანდროს? ია მეტრეველს სასამართლოს დარბაზში რომ ატირებდნენ ეს მკვლელი და ნაძირალა ჯალათები - მაშინ რას მიკეთებდა?“ - ამის შესახებ რეჟიმის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში გიული ალასანიაზე საუბრისას განაცხადა.
„გიული ალასანია ახლა რომ მოთქვამს - შვილი გადამირჩინეთო - ეგ გველის წიწილის გამჩენი მაშინ სად ეგდო, როცა მე მოვთქვამდი და მისი შვილის მიერ მოკლული ჩემი გიორგის ცხედართან ვბღაოდი? მაშინ სად იყო, ირინა ენუქიძე როცა დასტიროდა სანდროს? ია მეტრეველს სასამართლოს დარბაზში რომ ატირებდნენ ეს მკვლელი და ნაძირალა ჯალათები - მაშინ რას მიკეთებდა?“ - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.