logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: თუ ვინმეს ეწადა სააკაშვილის სიკვდილი, მელიებს, გვარამიებს, მინაშვილებს, ანუ ნაც-ფარჩაკებს
- +

24 ნოემბერი. 2021. 19:21

 

 

„აქამდე ცოცხალი მიშა ასულდგმულებდათ, ახლა ამოიწურა მიშას შესაძლებლობები და რეზერვები, ვეღარ გაუქაჩა ბელადმა საბრალოებს!“ - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა,

 

„თუ ვინმეს ეწადა სააკაშვილის სიკვდილი, მელიებს, გვარამიებს, მინაშვილებს, ანუ ნაც-ფარჩაკებს. აკი გაბუნიამ უნებურად გასცა კიდეც მათი ჩანაფიქრი, პირდაპირ ეთერში! ყველამ იცის, რომ ისინი, მიშას გარეშე, არაფერს წარმოადგენენ!

 

აქამდე ცოცხალი მიშა ასულდგმულებდათ, ახლა ამოიწურა მიშას შესაძლებლობები და რეზერვები, ვეღარ გაუქაჩა ბელადმა საბრალოებს!

 

ამიტომ მსხვერპლია საჭირო, მიშაზე უკეთესი ვინ იქნება!  არც ერთს არ მოუთხოვია მისთვის შიმშილობის შეწყვეტა.

 

არც ერთს არ უთქვამს - მიშა, შეწყვიტე შიმშილობა! არავის!

 

არც ოჯახის წევრებს, სხვათა შორის. ეს უბედური, ეს! დღესაც ამათი ლიდერი რომ ჰგონია თავი. არადა, მათი ხელიდან შესაწირად გამზადებული ვაცია ან ბურვაკი. იმიტომ რომ ცოცხალმა მიშამ ამოწურა თავი, აღარაფერში არგებთ! ახლა მიშას მსხვერპლშეწირვის დრო მოვიდა! ეს თუ ასულდგმულებდათ აწი, ძალაუფლებით ტკბობის ილუზიებს შეუნარჩუნებთ. აბა, მათი არც სიცოცხლე არგია არავის და არც აღმა-დაღმა სირბილი“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ლინკზე: https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=174097

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner