„სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, უამრავი ახალგაზრდა დღესაც ცოცხალი იქნებოდა! საზომიც კი არ მაქვს, რამდენად შეიძლება დავაზიანო. აბა, ერთი არეულობა დააპირონ!“ - ამის შესახებ რეჟიმის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„თანაგრძნობის ნასახიც კი არ გამაჩნია. ან რა თანაგრძნობა უნდა გამიჩნდეს ნაძირალას მიმართ, რომელმაც შვილი მომიკლა! სინანულის ნიშანწყალსაც არ ამჟღავნებს, ამიტომ დღეს მე, შვილმოკლული მამა ჯამბულ გამცემლიძე, შურისმაძიებელი ვარ. სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, უამრავი ახალგაზრდა დღესაც ცოცხალი იქნებოდა! საზომიც კი არ მაქვს, რამდენად შეიძლება დავაზიანო. აბა, ერთი არეულობა დააპირონ!“ - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.